13:42 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

მამა ირაკლი – ვისაც გაქვთ შესაძლებლობა სოფლებში დაამუშავეთ ნაკვეთები

მამა ირაკლი – ვისაც გაქვთ შესაძლებლობა სოფლებში დაამუშავეთ ნაკვეთები

განსაცდელის დროს განსაკუთრებით უნდა გავერთიანდეთ და რაც მთავარია, უნდა გამოვიჩინოთ ადამიანობა – ამის შესახებ ქუათაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის წინაძღვარმა საკვირაო ლიტურგიაზე იქადაგა.

 

სასულიერო პირმა მრევლს მოუწოდა შეასრულონ პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ლოცვების გაძლიერების მიმართულებით.

 

„ვხედავთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში. არ მინდა შეგაშინოთ მაგრამ არაპროგნიზირებადი სიტუაციაა. მაგრამ განსაცდელის შემდეგ ვუფიქრდებით ჩევენს შეცდომებს, მხოლოდ განსაცდელის შემდეგ მიიღწევა სწორ გზაზე დგომა.

 

მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა სოფლებში დაამუშავეთ ნაკვეთები. თუნდაც მხოლოდ მცირე მოსავლის მიღება, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და გავაძლიეროთ ლოცვები”, – განაცხადა ქადაგების დროს ტაძრის წინამღარმა მამა ირაკლი ახალაძემ.

 

ცნობისთვის, ზიარება წესისამებრ ჩატარდა. აღასანიშნავია, რომ მრევლი საერთო კოვზით ეზიარა და მრევლის არც ერთ წევრს ერთჯერდი კოვზი არ გამოუყენებია.

 

ამავე თემაზე: საპატრიარქო: სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონავირუსით დაავადებულთათვის

 

 

15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“ - საპატრიარქო
2020-03-1415 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“ - საპატრიარქო
                                                
კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს რეკომენდაციით მიმართავს
2020-03-14კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს რეკომენდაციით მიმართავს

 

 

ავტორი: Prime Time

X