
სოფიო ჯეთერიშვილი „რუსთავი 2-ის“ ეთერში მოძალადე მამის შესახებ ჰყვება, რომელმაც 5 წლის ასაკში სახლიდან გააგდო.
მისივე თქმით, ცხოვრებაში დგება გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ირჩევ ან ბრძოლას, ან – დანებებას.
„სამწუხაროდ, მამაჩემი მოძალადე იყო. მომიწია ცხოვრება დამოუკიდებლად გამეგრძელებინა. სრულწლოვანი ვიყავი, როცა სახლი დავტოვე. მაგრამ მანამდე რამდენჯერმე გავიქეცი, ქუჩაში გამაგდო. ეს მახსოვდა, რომ მე თუ კი 5 წლისას გავათენე გარეთ ღამე, მე აუცილებლად, უკვე 18 წლის ადამიანი შევძლებ, რომ დამოუკიდებლად ვიცხოვრო. მეც ისეთი სრულფასოვანი ადამიანი ვარ, როგორც ის,“ – ამბობს სოფიო ჯეთერიშვილი.






















