
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ,,მთავარი არხის” ეთერში ბესიკ ფიფიასა და თამარ ორდენიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
როგორც კახა კალაძე ამბობს, მამამისს ორდენაძეების ოჯახთან არანაირი კავშირი არ ქვს.
„საერთოდ არ ვიცნობთ ამ პიროვნებას, გუშინ იყო ბოლოს წინა სერია, ამიტომ მოიმარაგეთ ასანთი. არ ვიცნობ ამ ადამიანს, მეტი რა გითხრათ. მე რა შუაში ვარ, მიხედონ შესაბამისმა სამსახურებმა. მამაჩემს ამ ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს, გითხარით, მოიმარაგეთ საწვავი „სუპერი 98” და „ზიპოს“ სანთებელას მე მოგაწვდით”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ეთერში ორდენიძეების ოჯახმა განაცხადა, რომ კახა კალაძის მამამ, კარლო კალაძემ და მისი გარემოცვის წევრებმა ათეულობით ათასი დოლარი მიითვისეს. ორდენიძეების ოჯახის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ძალოვანი სტრუქტურებიდან დათო ორდენიძეს დევნიდა.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























