
თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია მოგივლითო – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამა, ავთანდილ წერეთელი საუბრობს.
„ვიყავი სავარჯიშოდ, მეორე წრეს ვარტყამდი და ორმა ახალგაზრდა მაღალმა ბიჭმა გადამირბინა. თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია მოგივლითო“,- აცხადებს ავთანდილ წერეთელი.
„მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები მოგკლავთო“,- წერს ვატო წერეთელი საკუთარ Facebook გვერდზე.
შეგახსენებთ, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.






















