
ინდოელი მამაკაცი, რომელიც 33 წლის განმავლობაში სასამართლოში მისი საჩივრის განხილვას ელოდებოდა 108 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ NDTV წერს.
საქმე ეხება 1968 წელს მიწის გადაფორმების საკითხს. სოპან ნარსინგა გაიკვადმა მიწის ნაკვეთი შეიძინა. თუმცა მოგვიანებით მან შეიტყო, რომ აღნიშნული მიწა წინა მფლობელს ბანკში ჰქონდა ჩადებული.
მიუხედავად იმისა, რომ სოპანმა მიწის ნაკვეთი კანონიერად შეიძინა, ბანკმა უძრავი ქონება წაართვა. ინდოელმა მამაკაცმა თავდაპირველი მესაკუთრისა და ბანკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
1982 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა სოპან ნარსინგას საქმე და გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო. თუმცა მიწის თავდაპირველმა მესაკუთრემ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და 1987 წელს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაუქმდა.
ინდოელმა მამაკაცმა 1988 წელს საპასუხო საჩივარი შეიტანა, რომელიც 2015 წელს სასამართლომ აღარ განიხილა.
საბოლოოდ სოპან ნარსინგამ უზენაეს სასამართლოს მიმართა. მისი საქმის განხილვა 2021 წლის 12 ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მანამდე ის 108 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაგაინტერესებთ:






















