
ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დღეს დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნიკა გვარამიას დაცვის წევრი და მძღოლი იყო.
ტრაგიკულ შემთხვევაზე გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ მისი თანამშრომლის ფოტო და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„პრაიმტაიმი“ ნიკა გვარამიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი.
არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა, მაგრამ ამ დილით გადაწყვიტა, რომ უნდა დავეტოვებინეთ და მუდმივი ტკივილი მოესაჯა ყველასთვის, ვისაც გვიყვარდა და გვჭირდებოდა.
დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი, ჩემი ოჯახის მოყვარული და გულშემატკივარი, ჩემი ბრძოლის თავდადებული ჯარისკაცი – თემო სამხარაძე. არასდროს დამავიწყდები, იძინე მშვიდად.“ -წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს დილით ვარკეთილში მოხდა. გარდაცვლილია 30 წლის თ.ხ, რომელმაც ახლობლების გადმოცემით, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.
„ოჯახის წევრებიც სახლში იყვნენ ამ დროს. არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს. მუშაობდა კერძო დაცვაში, ცნობილ პირს იცავდა“– ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გარდაცვლილის ახლობელი.
მისი თქმით, მამაკაცს სერიოზული პრობლემები არ ჰქონია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.






















