12:57 | 2020-07-10 ავტორი: თეონა ყაჭიური

მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ, შვილმა ბოლოს გუშინ ნახა

მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ, შვილმა ბოლოს გუშინ ნახა

მამაკაცი, რომელსაც მდინარე რიონში ეძებენ, 72 წლის როლანდ თვალებეიშვილია. მამაკაცი სამტრედიაში ცხოვრობს.

 

მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 4 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე დასაბანად.

 

გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა - ექსპერტიზის პასუხი შაქარაშვილის საქმეზე
2020-07-10გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა - ექსპერტიზის პასუხი შაქარაშვილის საქმეზე

 

მამაკაცის ტანსაცმელი სამტრედიაში, მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი „ექოლოტით“ აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X