12:59 | 2021-08-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მამაკაცს, რომელმაც 38 წლის ქალს დანით 11 ჭრილობა მიაყენა ბრალდება წარუდგინეს

მამაკაცს, რომელმაც 38 წლის ქალს დანით 11 ჭრილობა მიაყენა ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ 9 აგვისტოს, თბილისში მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 9 აგვისტოს, ქ.თბილისში, დ.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით და განსაკუთრებული სისასტიკით, მის ნაცნობ ქალს, 38 წლის მ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, მ.მ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

 

სოციუმს უფლება აქვს გარიყოს აუცრელი ადამიანები - ზურაბ გურული
2021-08-11სოციუმს უფლება აქვს გარიყოს აუცრელი ადამიანები - ზურაბ გურული

 

სამართალდამცველებმა დ.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა დ.დ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი facebook-გვერდი გატეხეს
2021-08-11მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი facebook-გვერდი გატეხეს
 
ლოქდაუნი ისევ ცხადდება! - ნახეთ რეგიონები, სადაც ეპიდვითარების გამო შეზღუდვები სრულად მკაცრდება
2021-08-11ლოქდაუნი ისევ ცხადდება! - ნახეთ რეგიონები, სადაც ეპიდვითარების გამო შეზღუდვები სრულად მკაცრდება

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X