
მამამ დამირეკა, დადებითი ხარ და არ ინერვიულოო. მე ვითხარი, შენ არ ინერვიულო მეთქი – ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ის ბოქსირებულ განყოფილებაში გატარებულ დროს იხსენებს.
„რა თქმა უნდა, ეს გზა სასიამოვნო არ იყო. ყოველთვის პირბადე მეკეთა, წესებს ვიცავდი და მეგონა ამ დაავადების შესახებ უფრო მეტი ვიცოდი და დაზღვეული ვიყავი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა“ – თქვა მან.
ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემაში პლაქვენილით მკურანლობაზეც ილაპარაკა.
„დღეს ბევრი დებატებია პლაქვენილზე. გულახდილად გეტყვით, უკუჩვენება არ მიგრძვნია და პლაქველინის მიღებიდან რამდენიმე დღეში, მე მშრალი ხველა აღარ მქონდა.
შესაძლოა, ვიდებატოთ ამ თემაზე, თუმცა მე არ ვარ სწორი ადრესატი, რომ ამ საკითხზე ვიდებატო.
როგორც პაციენტი, გეუბნებით, რომ პლაქვენილის მიღებიდან რამდენიმე დღეში მშრალი ხველა აღარ მქონდა“
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი მარტის დასაწყისში დაუდგინეს.
მან ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე დაწერა.
1 აპრილს ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა.
📌 მამამ დამირეკა, დადებითი ხარ და არ ინერვიულოო. მე ვითხარი, შენ არ ინერვიულო მეთქი – ნიკა გამყრელიძე ➡ ინტერვიუს სრული ვერსია ნახეთ ლინკზე:https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2684348511845754/
Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Donnerstag, 30. April 2020






















