18:02 | 2021-04-17 ავტორი: Prime Time

მამამ ვაჟს „სტატისტიკური ინფორმაციის დეპარტამენტი“ დაარქვა

მამამ ვაჟს „სტატისტიკური ინფორმაციის დეპარტამენტი“ დაარქვა

ინდონეზიაში მამამ ახალდაბადებულ ვაჟს „სტატისტიკური ინფორმაციის დეპარტამენტი“ დაარქვა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

 

გამოცემის ცნობით, მან ორსულობის დროს მეუღლე დაითანხმა, რომ მას შეეძლო სახელის არჩევა იმ შემთხვევაში თუ წყვილს ვაჟი ეყოლდებოდა.

 

კაცმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი სამსახურისთვის პატივი მიეგო და შვილს მსგავსი სახელი დაარქვა. ახლობლებმა და მეგობრებმა არჩეული სახელის გამო შეშფოთება გამოხატეს, მათ შორის წყვილის მშობლებმაც.

 

იოგა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ინდონეზიის სამოქალაქო სამსახურში საჯარო მოხელედ მუშაობდა. იგი ადრე რადიოს დიქტორიც იყო, თუმცა ნამდვილი მოწოდება სტატისტიკურ კომუნიკაციაში იპოვა.

 

გაუგებარია ინდონეზიის ხელისუფლებამ მიიღო თუ არა იოგას შვილის არატრადიციული სახელი. როგორც ახალშობილის დედა ამბობს, იგი იმედოვნებს, რომ ბავშვი გაიზრდება „ღვთისმოსავი“ და „ოჯახის ერთგული“.

 

ავტორი: Prime Time

X