
მოდელმა, კესარია აბრამიძემ Instagram- „სთორიზე“ ორსულობის ტესტის ფოტო დადო, რომლის პასუხიც დადებითია. „დაუგეგმავად“ – დაწერა კესარიამ. თუმცა, ირკვევა, რომ ის უბრალოდ ხუმრობს.
„პრაიმტაიმი“ მოდელს პიარდად ესაუბრა, რაზეც კესარიამ მხიარული პასუხი გაგვცა.
„რატომაც არა. ქალი ვარ და ველოდები ბავშვს. მამას ჯერ ვერ გამოვაჩენ…“ თქვა სიცილით კესარიამ.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა რომ ბავშვის მამა საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი ბიზნესმე3ნის ვაჟია. რომელიც თავადაც ბიზნესაქმიანობით არის დაკავებული. საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ხშირად სტურობს საქართველოს.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე წელია, რაც კესარიას პასპორტში მდედრობითი სქესი უწერია. მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ გაიკეთა, სასქესო ორგანოსი კი ოთხი წლის წინ, რის შემდეგაც ოპერაციის დადასტურებული მოწმობის შემდეგ, დაბადების მოწმობაც შეიცვალა.
რამდენიმე წლის წინ კესარიამ ინდოეთში გენეტიკური მასალები გაყინა და გადაწყვიტა შვილი სუროგატი დედის დახმარებით იყოლიოს. მარტოხელა დედობას არ აპირებს და მას აუცილებლად ქმართან ერთად გაზრდის.

ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ კურიოზი პირდაპირ ეთერში






















