
30 ნოემბერს, კორონავირუსით კიდევ ერთი ახალგაზრდა, 19 წლის გოგო გარდაიცვალა. თეკლა თორდიას თანხმლები დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. გოგონა დაავადების მეექვსე დღემდე სახლში მკურანლობდა. შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა, ოჯახმა მისი კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა, რაზეც ადგილების არარსებობის გამო, უარი მიიღო და გადაიყვანეს კოვიდ-სასტუმროში.
იქ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. საბოლოოდ, პაციენტი “გერმანულ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. მეექვსე დღეს პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გოგონას მამა ambebi.ge-სთან შვილის დაინფიცირებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს.
კოვიდ-სასტუმროში გადაყვანიდან მეორე დღეს მძიმედ იყო უკვე, წაიყვანეს ანალიზებზე. რომ აუღეს ანალიზები და უკან ბრუნდებოდნენ, საცობში გაჭედილან. ბავშვი ისედაც ძლივს სუნთქავდა, ჟანგბადის აპარატი იქ არ ჰქონდათ დაკიდევ საცობში იდგა იმდენი ხანი.
“მარშუტკიდან” მწერდა, მამიკო ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის და არ ვიცი როგორ ჩამოვალ ან ჩამოვალ კი საერთოდ ამ “მარშუტკიდანო“. ესენი მე მომკლავენ, როგორც ვატყობ, უკეთესობას ვერ ვხედავ და არაფერს არ მიკეთებენ ისეთსო. ძალიან ეშინოდა მისი დაავადების, დიაბეტის და კორონავირუსი რაც დაემართა, მას მერე სულ შიშში იყო, რამე არ მომივიდესო…
… ბავშვობიდან აწუხებდა დიაბეტი. ერთხელ კომაშიც ჩაგვივარდა, მაგრამ მერე ვცდილობდით გვემართა… საქმე იმაშია, რომ როცა დაინფიცირდა, თავიდან ბავშვი კარგად იყო და ჩვენ დღეების განმავლობაში ვითხოვდით მის კლინიკაში გადაყვანს. ეს რომ მომხდარიყო, ხომ არ დამძიმდებოდა!
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს.
გერმანულმა ჰოსპიტალმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც კოვიდინფიცირებული გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარადცვალების მიზეზი განმარტა.






















