11:27 | 2020-12-30 ავტორი: Prime Time

„მამიკო ცუდ ხასიათზე დგება, როდესაც ვინმე მოკვდება“ – რატი რატიანი მამაზე

„მამიკო ცუდ ხასიათზე დგება, როდესაც ვინმე მოკვდება“ – რატი რატიანი მამაზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის შვილმა, რატიმ “რუსთავი 2-ის” ეთერში გადაცემა “ფარულ კონვერტში” მამის შესახებ ისაუბრა.

 

რატის თქმით,  მამა ხშირად უბრაზდება, როცა გაკვეთილები არ იცის.

 

,,ბრაზდება ხოლმე. კარგი გაბრაზება იცის. როცა გაკვეთილები არ ვიცი ხოლმე კარგად, ცოტათი ბრაზდება. მეუბნება, კიდევ უნდა გაიმეორ”, – ამბობს რატი რატიანი.

 

კითხვაზე, როდის არის ხოლმე მამა ცუდ ხასიათზე, რატი პასუხობს, რომ როცა პაციენტების რაოდენობა მოემატება ან ვინმე გარდაიცვლება.

 

“მამიკო ცუდ ხასიათზე დგება, როდესაც პაციენტები მოემატებიან ან ვინმე, რომ მოკვდება. ეგრევე გარბის სამსახურში. ნერვიულობს, კი”, – ყვება რატი.

ავტორი: Prime Time

X