19:57 | 2020-07-08 ავტორი: Prime Time

მამის და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

მამის და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა.

მამაკაცი, რომელმაც წუხელ მამა და ბაბუა მოკლა 14-წლიანი პატიმრობიდან 10 დღის წინ გათავისუფლდა
2020-07-08მამაკაცი, რომელმაც წუხელ მამა და ბაბუა მოკლა 14-წლიანი პატიმრობიდან 10 დღის წინ გათავისუფლდა

 

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი ხდება, რომ პოლიციამ მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული, 28 წლის გიორგი ოკინაშვილი დააკავა.

 

ის გუშინ,სოფელ მუხრანში ჩადენილი მკვლელობის შემდეგ, დანაშაულის ადგილიდან მეზობლის ავტომობილით მიიმალა.

 

მეზობლები დანაშაულის მოტივზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ბიჭმა ოჯახის წევრებზე შური იძია, ვინაიდან შეიტყო, რომ მის დედაზე ბაბუა სექსუალურად ძალადობდა.

 

ოკინაშვილი 14-წლიანი სასჯელი მოხდის შემდეგ ციხიდან 10 დღის გათავისუფლებული იყო.

 

ის სასჯელს ასევე მკვლელობის გამო იხდიდა.

 

შსს-ში განგვიმარტეს, რომ უწყება ოკინაშვილის დაკავების ფაქტზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

ავტორი: Prime Time

X