21:14 | 2021-06-15 ავტორი: Prime Time

მამის გარდაცვალების გამო, შვილმა თავი მოიკლა – სისხლიანი გარჩევის ორმაგი ტრაგედია მუხრანში

მამის გარდაცვალების გამო, შვილმა თავი მოიკლა – სისხლიანი გარჩევის ორმაგი ტრაგედია მუხრანში

ვინ არის პირი, რომელმაც მუხრნაში შუახნის მამაკაცი დავით ჩუგუაშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა- “კურიერმა” სავარაუდო დამნაშავის ვინაობა გაარკვია. ის ბექა იორამაშვილია.

 

ცნობისთვის, 5 დღის წინ, სოფელ მუხრანში, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას შუახნის მამაკაცი დავით ჩუგუაშვილი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ის გუშინ, კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

 

ამასთან, მამის გარდაცვალების გამო, დავით ჩუგუაშვილის შვილმა, 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცმა დღეს თავი მოიკლა.

 

ჩუგუაშვილების ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი თანასოფლელებს უჭირთ, თუმცა მათი თქმით, სავარაუდოდ, ორივე – მოკლული და მკვლელიც შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.

 

რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, დამნაშავემ მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით, თავის არეში მიაყენა.

 

ადგილობრივები ფიქრობენ რომ, ახალგაზრდა მამაკაცმა მამის სიკვდილი ვერ გადაიტანა და თავი ჩამოიხრჩო.

 

“საოცარი ადამიანი, კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი იყო. კარგი ოჯახი ჰქონდათ, ვერ აიტანა მამის სიკვდილი იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მშობლებს და შვილს, ამიტომ მოიკლა თავი ეტყობა. დღეს ჩამოიხრჩო თავი,” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

ცნობისთვის, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას შუახნის მამაკაცი დავით ჩუგუაშვილი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია, ის 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით, მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარეობს.

ავტორი: Prime Time

X