
პარტია “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პარლამენტის წევრობის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური წერილით მიმართა.
ხაზარაძის მოთხოვნას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 15 დღის ვადაში განიხილავს. საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭიროა 51 დეპუტატის ხმა.
შეგახსენებთ, უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს ასევე ოფიციალურად “გირჩი- მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გასულ კვირას მიმართა.






















