21:48 | 2021-10-18 ავტორი: Prime Time

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იცის სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს – თვითმმართველობის გადასაწყვეტი ჰგონია

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იცის სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს – თვითმმართველობის გადასაწყვეტი ჰგონია

ნიკა მელიამ ისიც არ იცის სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს. ეს საკითხები ჰგონია თვითმმართველობის გადასაწყვეტი და ისეთ დაპირებებს ახმოვანებს, ნებისმიერი ადამიანისთვის არის შეურაცხმყოფელი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

არის თუ არა მკვლელობა შეკვეთილი - ახალი დეტალები საბურთალოზე მოკლული ქალის საქმეში
2021-10-18არის თუ არა მკვლელობა შეკვეთილი - ახალი დეტალები საბურთალოზე მოკლული ქალის საქმეში

 

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთი ფრაზაც არ გახმოვანებულა, რაც ეხებოდა თვითმმართველობის პრობლემებს.

 

„ჩვენ ვსაუბრობდით თვითმმართველობის საკითხებზე, ოპოზიცია საუბრობდა რეფერენდუმზე, სიძულვილის ენით, ზიზღით და ა.შ. მეორე მხრიდან, თითქოს თვითმმართველობაზე საუბრობენ, ნიკა მელიამ ისიც არ იცის სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს. ეს საკითხები ჰგონია თვითმმართველობის გადასაწყვეტი და ისეთ დაპირებებს ახმოვანებს, ნებისმიერი ადამიანისთვის არის შეურაცხმყოფელი. იმხელა ტყუილია, „ფეიკის” იმ ხარისხის არის, პენსიის გაზრდაზე საუბარი, სკოლებში კვებაზე, რომელიც მუშავდება უკვე და ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არ არის, თორემ კახა კალაძეს ვერავინ დაასწრებდა ამაზე საუბარს და ამის ინიცირებას. საზოგადოებაზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვთ, რომ ჰგონიათ დააჯერებენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ნიკა მელია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევეში თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის კვება უფასო გახდება.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X