17:53 | 2021-12-03 ავტორი: Prime Time

მან დანაშაულის დაფარვა აღიარა – მოკლულის მეგობარს სამუდამო, ცოლს კი 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მან დანაშაულის დაფარვა აღიარა – მოკლულის მეგობარს სამუდამო, ცოლს კი 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, ზურაბ კახიშვილის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულ ცოლს, ქეთი ჩხაიძეს კი 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ქეთევან ჩხაიძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, მან დანაშაულის დაფარვა აღიარა, რაც შეეხება ზურაბ კახიშვილს, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

 

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი.

 

 

აქვე ნახეთ: გიორგი ფხაკაძე სააკაშვილზე – დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო

 

 

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე და ვიდეოები ამ ბმულზე

 

 

ავტორი: Prime Time

X