
ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ხანდაზმულების, მიუსაფარ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.
როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ამ კატეგორიის მოსახლეობას საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცათ.
ეს ის საელჩო და ელჩია, რომლის ჩართულობითა და ორგანიზებითაც 2 წლის ანიტა ფაცაციას ინდოეთში მკურნალობდნენ. არჩილ ძულიაშვილის დახმარებით მაშინ პატარა ანიტა ავსტრიიდან ინდოეთში გადააფრინეს და ყველა ხარჯი დაუფარეს.
























