
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან განცხადებას ავრცელებს.
„ქართულ ოცნებას: მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით. 17:55 სთ. რუსთავის ციხე“,- წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.
მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.
მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.






















