15:05 | 2021-03-25 ავტორი: Prime Time

„მანაქანაში ვისხედით, მოვარდა ვიღაც და გვესროლა“ – რას ყვება გურჯაანში დაჭრილი მამაკაცი

„მანაქანაში ვისხედით, მოვარდა ვიღაც და გვესროლა“ – რას ყვება გურჯაანში დაჭრილი მამაკაცი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი ერთ- ერთი პირი,  მურმან მესხია, საოპერაციოდ თბილისში გადაიყვანეს.

 

სენაკელი მამაჯაცი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, თვალის დაზიანების გამო გახდა აუცილებელი. დაჭრილს მომხდარი ფაქტის მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვს. გადაყვანამდე, მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

 

„ხუთი თვეა აქ ვმუშაობ. რა მოხდა, არ ვიცი. მანაქანაში ვისხედით, მოვარდა ვიღაც და გვესროლა. მეტი არაფერი მახსოვს“, – განაცხადა მესხიამ.

 

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, მესხიას თვალის ოპერაცია სჭირდება.

 

„თვალის ოპერაციას ვერ ჩავატრებთ, ამიტომ თბილისში ვაგზავნით. ორის ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს და მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა ორველაშვილმა.

 

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელჩუმლაყში გამთენიისას მოხდა. გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია  სამი მამაკაცი. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე და 19, 109- ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X