
კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო მსოფლიოში თითქმის ყველა რესტორანი და სასტუმრო დაკეტილია. გახსნის შემდეგ კი მათ გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.
ამერიკაში, ვირჯინიის შტატში, ერთ-ერთმა რესტორანმა შენობაში სოციალური დისტანციის განსაზღვრისთვის უცნაური ხერხს მიმართა.
რესტორანში მანეკენები დასვეს, რათა გახსნის შემდეგ სოციალური დისტანცირება დაცული ყოფილიყო. ამ ხერხით ისე მოხდება, რომ რესტორნის მთელი ნაწილი მაინც დაკავებული იქნება.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ მანეკენის ფოტოებს საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგიერთი პარტნიორი რესტორნის ასეთ გადაწყვეტილებას სასაცილოდ მიიჩნევს, ზოგი კი ამბობს, რომ ეს უცნაურია.

„ყოველთვის მქონდა მანეკენები. მათი გამოყენება გასართობად ყოველთვის შეგიძლიათ.
როდესაც სოციალური დისტანციის პრობლემა გაჩნდა, ჩვენ მოგვიწევდა რესტორნის ნახევრად შემცირება. მანეკენები კი აშკარად კარგი გამოსავალი იყო“, – აღნიშნავს რესტორნის წარმომადგენელი.
მან ასევე აღნიშნა, რომ გახსნის შემდეგ ისინი დაიცავენ მკაცრ მითითებებს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ.

როგორც ცნობილია, ვირჯინიის შტატში დღეიდან შესაძლებელია რესტორნების გახსნა. ჩრდილოეთ ვირჯინიაში კი, სადაც უფრო რთული ეპიდსიტუაციაა, რესტორნების გახსნა 29 მაისამდე გადავადდა.






















