14:10 | 2020-05-26 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მანეკენები თბილისის ზღვაზე – როცა ყველაფერი გაჩერდა, ამ გოგონამ ორიგინალურ გამოსავალს მიაგნო

მანეკენები თბილისის ზღვაზე – როცა ყველაფერი გაჩერდა, ამ გოგონამ ორიგინალურ გამოსავალს მიაგნო

ეს არც საგამოფენო სივრცეა, არც რომელიმე ხელოვანის ინსტალაცია და არც არტ ხელოვნება.

 

თბილისის ზღვის სანაპიროზე ჭრელა-ჭრულა სამოსში გამოწყობილი მანეკენების ფოტოები, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

 

რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები
2020-05-14რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები

 

როგორც გავარკვიეთ, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, როცა ყველა და ყველაფერი გაჩერდა, ახალგაზრდა გოგონამ ბიზნესის გადასარჩენად ორიგინალურ ხერხს მიმართა.

 

ონლაინ ვაჭრობაშიც, რომ დიდი კონკურენციაა ეს ამ ფოტოების ავტორმაც კარგად იცის. ხოდა ისეთი რამ უნდა მოეფიქრებინა, რითაც სხვებს კონკურენციას გაუწევდა.

 

არც თუ დიდი ფიქრის შემდეგ ორიგინალური იდეა თბილისის ზღვაზე, სანაპიროზე განახორციელა.

 

ასე იქცა პლაჟზე ფოტოკამერების წინ მოპოზიორე მანეკენები ერთგვარ პერფორმანსად. სოციალურ ქსელში განთავსებულმა ფოტოებმა ბევრი მოწონება და შექება დაიმსახურა.

 

ონლაინ ვაჭრობისთვის განკუთვნილმა მარკეტინგულმა ხრიკმა კი ნამდვილად გაამართლა.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X