17:43 | 2021-12-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა“ – ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ბიჭის სიცოცხლე შეეწირა

„მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა“ – ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ბიჭის სიცოცხლე შეეწირა

ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა, ორივე გარდაცვლილი მაკაკაცია.

 

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X