12:38 | 2020-06-25 ავტორი: Prime Time

მანქანას დედა მართავდა – სიღნაღში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები

მანქანას დედა მართავდა – სიღნაღში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მცირეწლოვანი, 3 წლის ელენე რატიანია.

 

„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ბმვ-ს მარკის ავტომანქანას, რომელიც ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, მცირეწლოვანის დედა მართავდა.

 

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანაში, რატიანების ოჯახთან ერთად, სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.

 

„ცეცხლი წაიკიდა და მეხუთე სართულიდან გადმოხტა“ - ცნობილი ხდება 36 წლის ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ახალი დეტალები
2020-06-25„ცეცხლი წაიკიდა და მეხუთე სართულიდან გადმოხტა“ - ცნობილი ხდება 36 წლის ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ახალი დეტალები

 

„ოჯახის, სოფელ ხირსიდანაა, რამდენიმე წელია, წნორში ცხოვრობენ. ბავშვის დედა, ლიბერთი ბანკის თანამშრომელია. სოფელში, პაპის სანახავად იმყოფებოდნენ. ეს ამბავი იქიდან წამოსულებს დაემართათ. მანქანა ამოტრიალებული იყო.

 

იმ მხარეში ტრანსპორტი ცოტაა, ვიღაც ქალბატონმა გაიარა და ის დაეხმარათ. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო“,- თქვა ერთ- ერთმა ახლობელმა.

 

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევას, სოფელ ტიბაანთან, მცირეწლოვანი გოგონა ემსხვერპლა. გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X