10:13 | 2021-05-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მანქანას ესროდა 20 კაციანი დაჯგუფება, დაიღუპა დაცვის 2 თანამშრომელი – ტერაქტი, რომელმაც თბილისი აალაპარაკა 

მანქანას ესროდა 20 კაციანი დაჯგუფება, დაიღუპა დაცვის 2 თანამშრომელი – ტერაქტი, რომელმაც თბილისი აალაპარაკა 

„23 წლის წინ საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სახლში ბრუნდებოდა ბრონირებული Mercedes Benz S500 -ით როდესაც მასზე ორთაჭალაში ტერაქტი განხორციელდა მანქანას ესროდა 20კაციანი გაწვრთნილი დაჯგუფება“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი „თაბაგარი“ წერს და იმ მანქანის ფოტოებს ავრცელებს, რომელშიც შევარდნაძე იჯდა.

 

„შეტაკებისას დაიღუპა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორი თანამშრომელი დავით კოკაური და კახა შევარდენიძე. მათ მოახერხეს და თავიანთ თავზე მიიღეს შეტაკების ძირითადი ტალღა.

 

პრეზიდენტი უვნებელი გადარჩა, მანქანა კი ასე გამოიყურება. ტერატქმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დღემდე როგორც პრეზიდენტების ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მშვიდობის გარანტია“ – წერს ფოტოგრაფი.

 

May be an image of car and outdoors

 

May be a closeup of outdoors

 

May be an image of car and outdoors

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X