00:35 | 2021-10-01 ავტორი: Prime Time

მანქანის ქვეშ ამოდე და გადაუარეო – რა რჩევა მისცა ექიმმა ნინი ქარსელაძეს

მანქანის ქვეშ ამოდე და გადაუარეო – რა რჩევა მისცა ექიმმა ნინი ქარსელაძეს

მომღერალი ნინი ქარსელაძე სიგარეტის მავნებლობაზე საუბრობს და მოქალაქეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

3 წელია, რაც აღარ ვეწევი. ჩემდა სამწუხაროდ, 15 წლიდან მწეველი ვიყავი. დედა პირველად ისრაელში რომ ჩავიყვანე, იქ ჩვენმა ონკოლოგმა მითხრა, რომ იცოდე, თუ ეს ძირითადი მიზეზი, დაახლოებით, 90% მაპროვოცირებელი არის იმ ცუდი დაავადების, რაც ახლა დედაშენს სჭირსო. გადავედი ელექტრო სიგარეტზე.

 

რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ჩავედით ერთ-ერთ ქიმიაზე, ამ ექიმთან შეხება ისევ მომიწია. მითხრა, ახლა რომ გახვალ, მანქანის ქვეშ ამოდე და გადაუარეო, მივხვდი, რომ ყველაფრისთვის თავი სრულად უნდა დამენებებინა.

 

ნერვიულობის პერიოდში, მანამდე მამა გარდამეცვალა, რომ დავითვალე, მხოლოდ იოგურტი მქონდა ნაჭამი და 6 ბლოკი სიგარეტი მოწეული. მივხვდი, რომ ესეც ფსიქოლოგიურია, როდესაც ნერვიულობაზე სიგარეტს უკიდებ.

 

ვთვლი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩვენი ტვინიდან მოდის და ამას როგორცვე გადალახავს, ალბათ, ჩემსავით ძალიან ბედნიერად გაიღვიძებთ ყოველ ახალ დღეს“, – ამბობს ნინი ქარსელაძე.

ავტორი: Prime Time

X