13:54 | 2020-07-20 ავტორი: Prime Time

„მანქანით გავიდა სახლიდან და გაუჩინარდა“ – თეთრიწყაროში მეორე დღეა 23 წლის გოგოს ეძებენ

„მანქანით გავიდა სახლიდან და გაუჩინარდა“ – თეთრიწყაროში მეორე დღეა 23 წლის გოგოს ეძებენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა
2020-07-20რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

 

როგორც დაკარგულის დედა ამბობს, გოგო საკუთარი მანქანით, ნაცრისფერი „ჰიუნდაი აქცენტით“ გავიდა სახლიდან და გაუჩინარდა.

 

მისივე თქმით, შაბათს შუადღის 14:20 საათიდან თამარს გამორთული აქვს მობილური ტელეფონი.

 

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X