11:12 | 2021-11-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მაპატიე, რომ დღესაც ცოცხალი ვარ და არ ვწევარ შენ გვერდით“ – რას წერდა გელა ჩარკვიანი გარდაცვლილ მეუღლეზე

„მაპატიე, რომ დღესაც ცოცხალი ვარ და არ ვწევარ შენ გვერდით“ – რას წერდა გელა ჩარკვიანი გარდაცვლილ მეუღლეზე

პუბლიცისტი, დიპლომატი გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახი ავრცელებს.

 

„გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი – გელა ჩარკვიანი..

პანაშვიდები დღეს და ხვალ. პეკინის 14 . გასვენება ხუთშაბათს 2 საათზე სახლიდან“

 

18 მაისს ირაკლი ჩარკვიანის დედის, ნანა თოიძის დაბადების დღე იყო. ამასთან დაკავშირებით, გარდაცვლილის მეუღლემ, გელა ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა:

 

ნანა, ჩემო ერთადერთო ნამდვილო, უკურნებელო სიყვარულო. მაპატიე, რომ დღესაც ცოცხალი ვარ და არ ვწევარ შენ გვერდით. იმაზეც ბოდიშს გიხდი, რომ ამ წყეული ვირუსის გამო უკვე მეორე წელია ვერ ვზეიმობ ჩემ ყველაზე საყვარელ თარიღს – 18 მაისს“, – წერს ჩარკვიანი.

 

 

ასევე ნახეთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X