14:03 | 2021-06-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“მაქვს განცდა, ხვალ რომ ვეღარ ვნახო!..” – გიორგი სუხიტაშვილს მეგობრის გარდაცვალებამ შიშები დაუტოვა

“მაქვს განცდა, ხვალ რომ ვეღარ ვნახო!..” – გიორგი სუხიტაშვილს მეგობრის გარდაცვალებამ შიშები დაუტოვა

“ფარული კონვერტის” გუშინდელი სპეციალური გამოშვება “ქართული ხმების” ტრაგიკულად გარდაცვლილ სოლისტს, ზურა ბაკურაძეს მიეძღვნა. ეთერი საკმაოდ ემოციური იყო. გადაცემის სტუმრები ცრემლებს ვერ იკავებდნენ. იხსენებდნენ ზურას, მასთან ერთად გატარებულ დროს სცენასა თუ მის მიღმა…

 

გიორგი სუხიტაშვილმა თავის შიშზე მოჰყვა, რომელიც ზურას გარდაცვალების შემდეგ დარჩა.

 

გიორგი სუხიტაშვილი: – ბათუმიდან ჩამოსული, ღამე პირდაპირ სამებაში მივედი, ზურას სამძიმარზე. რატომღაც დამეუფლა განცდა, არ გამასწროს-მეთქი. ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავი.

 

ღმერთია მოწმე ასე არავინ მიტირია - ზურა ხაჩიძემ მეგობრის გახსენებისას ცრემლები ვერ შეიკავა 
2021-06-29ღმერთია მოწმე ასე არავინ მიტირია - ზურა ხაჩიძემ მეგობრის გახსენებისას ცრემლები ვერ შეიკავა 

 

ტაძრიდან რომ გამოვედი, ზვიად ბოლქვაძემ, დამიძახა – “სუხიტო”და უკვე ავტომატურად ზვიადზე ავნერვიულდი.

 

ზურას გარდაცვალებამ ასმაგად გამიძვირფასა ადამიანები. სიკვდილი კიდევ უფრო ასმაგად მოულოდნელი გახადა. ადამიანებზე მაქვს განცდა, ხვალ რომ ვეღარ ვნახო! შეიძლება ამ განცდამ დროსთან ერთად დამტოვოს, მაგრამ ახლა ასე ვარ.

 

ბოლოს ზურა დედამისის სამძიმარზე ვნახე და მინდა ხელი მოვიჭამო, რატომ ბევრი არ ჩავეხუტე! საოცრად მენანება ის დრო, რაც მასთან ვერ ვიკონტაქტე.

 

ბედნიერი ვარ, რომ ზურა ბაკურაძეს ვიცნობდი…

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X