15:13 | 2021-12-03 ავტორი: Prime Time

მარაგების მართვა და აღრიცხვა ოპტიმოს დახმარებით

მარაგების მართვა და აღრიცხვა ოპტიმოს დახმარებით

ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის ბევრი წვრილმანი დეტალია გასათვალისწინებელი, რაც ერთობლიობაში ხელს უწყობს საქმის წინსვლას და წარმატებას.

 

ნებისმიერი სახის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ და ჰუმანურ რესურსს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია შეცდომა იმ მასშტაბის არ იყოს, რომ სერიოზულად აზარალოს ბიზნესი. სწორედ შეცდომების მინიმუმამდე დაყვანისა და ბიზნესის სწორად მართვისთვის შეიქმნა ციფრული პროგრამა ოპტიმო, რომელიც ბიზნეს ოპერატორს და მომუშავე გუნდს უმარტივებს საქმეს და აწვდის მზა შეტყობინებისას უკეთესი შედეგების, შემოსავლებისა და მოგების მისაღებად.

 

ოპტიმო მაღაზიის პროგრამაა, რომელიც საწყობსა და დახლებზე არსებული პროდუქციის მარაგებისა და ვარგისიანობის ვადის შესახებ ინფორმაციას სრული სიზუსტით იძლევა, ისე რომ არ ხდება საჭირო ამისთვის დამატებითი ჰუმანური რესურსის მოძიება და თითოეული სახეობის პროდუქტის ცალ-ცალკე აღწერა.

 

მარაგების მართვა პირდაპირ არის მიბმული პროდუქტის რეალიზაციასთან. ოპტიმო დაგეხმარება გაიგო, რომელია ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი შენს მაღაზიაში, რათა ყოველთვის გქონდეს მომარაგებული მოთხოვნადი პროდუქცია და არ დახარჯო ზედმეტი დრო და ფინანსები ნაკლებად გაყიდვად სახეობებზე.

 

ინფორმაცია ვარგისიანობის ვადის შესახებ იძლევა საშუალებას დროულად დაგეგმო აქციები, წაახალისო გაყიდვები, რათა რაც შეიძლება მალე ამოიყიდოს მოკლევადიანი პროდუქტი. ამ მხრივ ოპტიმო მარკეტინგის გუნდსაც აწვდის სიგნალს სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად.

 

პროგრამა ინტეგრირებულია rs.ge-თან, რისი მეშვეობითაც მარტივად ხდება მომწოდებლებისა და მყიდველების იმპორტი, ასევე შესყიდვის ზედნადებების დადასტურება და პროგრამაში ასახვა.

 

ოპტიმოთი სარგებლობა დისტანციურადაც შესაძლებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ სადაც არ უნდა იყოს ბიზნესის მესაკუთრე, ნებისმიერი ადგილიდან ექნება წვდომა მის ობიექტზე არსებულ მოვლენებზე. მიიღებს ინფორმაციას, გაყიდვების, შესყიდვების, შემოსავლებისა და მოგების შესახებ.

 

ოპტიმოს დახმარებით მუშაობა მარტივია  კომპანიაში მომუშავე სტაფისთვისაც. ოპტიმოს აქვს მოლარის მოხერხებული ფუნქცია, რომელიც მოლარეს ეხმარება სწრაფად აწარმოოს გაყიდვები, რაც თავის მხრივ მომხმარებლის კმაყოფილებასაც განსაზღვრას, რადგან არ უწევთ რიგში დგომა, ასევე შეუძლია გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება; საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში. გარდა ამისა, ცვლის გადაბარების დროს არ უწევს ნავაჭრის ხელით დათვლა, რაც პანდემიის პირობებში ნამდვილად მნიშვნელოვანია.

 

მცირე თუ საშუალო ზომის სურსათის მაღაზია, კაფეტერია, ავტონაწილების მაღაზია, ხილ-ბოსტანი, ზოომაღაზია, აქსესუარების, სამკაულების მაღაზია, საცხობი… – ოპტიმო ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს ერგება და მესაკუთრეს ეხმარება ეხმარება აწარმოოს მარაგების კონტროლი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, აკონტროლოს გაყიდვები და შემოსავლები, იცოდეს, რომელი პროდუქტი რომელ დღეს/საათში უტოვებს მეტ მოგებას.

 

ოპტიმოსთან ერთად ბიზნესის მართვა მარტივია.

 

 

(R)

ავტორი: Prime Time

X