
მოსაზრებები დაახლოებულია ერთმანეთთან, პროცესს ერთნაირად ვუყურებთ, იგულისხმება ძალთა განლაგება არჩევნებში – ასე პასუხობს პარტია „ლელოს“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე „პრაიმტაიმის“ კითხვას დასრულდა თუ არა კონსულტაციები გიორგი მარგველაშვილთან და არის თუ არა ის უკვე გუნდის წევრი.
„არა ესე ვერ ვიტყოდით კონსულტაციები კი არ დასრულდა აქტიურ ფაზაშია შესული. მოსაზრებები დაახლოებულია ერთმანეთთან, პროცესს ერთნაირად ვუყურებთ, იგულისხმება ძალთა განლაგება არჩევნებში და თუ რა კონფიგურაციით შეიძლება წარსდგეს ოპოზიცია, რომელიც ერთ პოლუსს არ მიეკუთვნება.
მარგველაშვილის ყოფნაზე პარტიულ სიაში საუბარი არ არის“,- აცხადებს ჩიხრაძე.
რაც შეეხება კონსულტაციებს ლევან კობერიძესთან და მისი ახალი პლათფორმის წევრებთან, ფიქრია ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი საუბრები იყო.
„რაც შეეხება ლევან კობერიძეს, გარკვეული საუბრები იყო მათ შექმნეს თავისი პლათფორმა, შესაძლოა ერთადაც აპირებენ რაიმე პარტიის ჩამოყალიბებას, მით უმეტეს რომ საუბრობენ ბლოკზე და მოგეხსენებათ, რომ ბლოკი პოლიტიკური სუბიექტებისგან შედგება და არა რიგით პოლიტიკებით,“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
გიორგი მარგველაშვილმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ერთმანეთთან კონსულტაციები დაადასტურეს.
ვცდილობ დიდი გაერთიანების ორგანიზებას – გიორგი მარგველაშვილი






















