13:09 | 2021-03-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მარიკა თხელიძე გათხოვდა – მისი რჩეული „ქართული ოცნების“ დეპუტატია

მარიკა თხელიძე გათხოვდა – მისი რჩეული „ქართული ოცნების“ დეპუტატია

მომღერალი მარიკა თხელიძე გათხოვდა. მისი რჩეული „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი მანველიძეა. ორივესთვის ეს მეორე ქორწინებაა.

 

წყვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

 

მარიკა თხელიძე:

ერთმანეთი საერთო მეგობარმა, ნინი ქარსელაძემ გაგვაცნო. პირველივე ნახვისას სიმპათიით განვეწყვე გიორგის მიმართ. დავმეგობრდით. შარშან, როცა ბათუმში ჩავედი, მივხვდით, რომ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს და ჩემი და გიორგის ურთიერთობაც იქ დაიწყო. გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა. გიორგიმ შიში დამაძლევინა, გადამალახინა და მიმახვედრა, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმით, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

 

რა თანამდებობაზე დაინიშნა მოსკოვში 82 წლის ასლან აბაშიძე? - მას მზარეულმა შვილი გაუჩინა  
2021-03-15რა თანამდებობაზე დაინიშნა მოსკოვში 82 წლის ასლან აბაშიძე? - მას მზარეულმა შვილი გაუჩინა  

 

გიორგი მანველიძე:

მარიკა თხელიძე სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ მას გავიცნობდი, მის სიმღერებს ვუსმენდი და ძალიან მომწონდა, მის მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. თუმცა, თუ ერთ დღესაც ჩემი ცოლი გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი… საოცარი ადამიანია, ძალიან კარგი მეგობარი და მოსიყვარულე მეუღლე. მან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ყოველი დღე გამიხალისა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X