16:40 | 2020-07-08 ავტორი: თამარ გონგაძე

“მარიკო სამსახურიდან გამოცდების გამო გავათავისუფლეთ” – სად მუშაობს და რა ფაკულტეტზე აბარებს ლელას და “მამულიჩას” ქალიშვილი

“მარიკო სამსახურიდან გამოცდების გამო გავათავისუფლეთ” – სად მუშაობს და რა ფაკულტეტზე აბარებს ლელას და “მამულიჩას” ქალიშვილი

ლელა წურწუმიას ქალიშვილმა დღეს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პირველი გამოცდა ჩააბარა. “პირველი გამოცდა დავწერეთ. წარმატება, მა” – წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მარიკომ ტურიზმის ფაკულტეტი აარჩია და კავკასიის უნივერსიტეტში სურს ჩაბარება. აბიტურიენტმა გოგონამ მშობლებს საჩუქარი წინასწარ დასტყუა.

 

 

კახი მამულაშვილი: – ვიცი, რომ ჩავაბარებ და ჯობს, წინასწარ მაჩუქოთ პერსონალური კომპიუტერიო, გამოგვიცხადა და საჩუქარი უკვე მიიღო.

მარიკოს ამბებში არ ვერევით. საბუთებიც დამოუკიდებლად შეიტანა და ფაკულტეტიც თვითონ, ჩაურევლად აარჩია. მე მარიკოს მხარეზე ვარ, ბავშვს რაც უნდა, ის უნდა გააკეთოს. ფოტოხელოვნებაც მისი არჩევანია და კი მუშაობს ჩვენთან, “ნონსტოპის” გუნდის ოფიციალური წევრია, თავისი ხელფასი აქვს. ახლა სამსახურიდან გამოცდების გამო გავათავისუფლეთ (იცინის).

ავტორი: თამარ გონგაძე

X