23:55 | 2021-05-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მარინა ბერიძის სახელსა და გვარს რომ ახსენებ, პირში წყალი გამოივლე – კომპოზიტორი იაგო ქებურია-ობრაზცოვი რუსუდან მუმლაძეს

მარინა ბერიძის სახელსა და გვარს რომ ახსენებ, პირში წყალი გამოივლე – კომპოზიტორი იაგო ქებურია-ობრაზცოვი რუსუდან მუმლაძეს

ახალგაზრდა კომპოზიტორი იაგო ქებურია-ობრაზცოვი ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ მუსიკოს რუსუდან მუმლაძის სტუმრობას გამოეხმაურა.

 

ერთ-ერთ გადაცემაში, ვიღაცა გოგომ (შეგნებულად არ ვამბობ მის სახელსა და გვარს, რადგან არც მე და არც თქვენ არაფერს მოგცემთ ეს სახელი) საშინელი რაღაც ილაპარაკა. შე ამპარტავნებაში ღრმად ჩაფლულო, მარინა ბერიძის სახელსა და გვარს რომ ახსენებ, პირში წყალი გამოივლე. საიდან ამხელა ამბიცია? საიდან ამხელა სიამაყე?

 

 

მთელ გადაცემაში ასჯერ მაინც ახსენე კონსერვატორია დავამთავრეო… მერე რა? რა გაქვს თავში? გაქვს გემოვნება? სხვისი ურთიერთობის წელთა ხარისხს ითვლი კი არა შენი „შემოქმედების“ ხარისხი დათვალე, რა!

 

„ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და იმედგაცრუება იყო
2021-05-19„ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და იმედგაცრუება იყო" - ჯაბა კილაძის ყოფილი მეუღლე განქორწინების ემოციებზე ალაპარაკდა

 

საბჭოთა კავშირი არაა ახლა და არც მისი ესთეტიკაა მაინცდამაინც გენიალურად კარგი…​ ჰიტიაო რაც იმღერეო, წამყვანი გეუბნება, კარგით რა? კარგით რა!

 

მერე კიდევ იცით რა იკადრა ამ „კონსერვატორია დამთავრებულმა“ გოგოშკამ? მე კრიტიკას იმისგან მივიღებ, ვინც ჩემზე უკეთ მღერისო. აქ დამთავრდა შენი დონე. კრიტიკოსი აუცილებელია მღეროდეს? დავაი რაა! ჩემო საყვარელო მარინა, კლდესავით მაგარი ხარ და ამ სიმაგრეს გისურვებ კიდევ“, – წერს კომპოზიტორი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, რუსუდან მუმლაძემ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი ქმრის ყოფილი მეუღლე, მარინა ბერიძე მას ბლოკავს და ამის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. მისივე თქმით, მარინა ბერიძეს განქორწინების პროცესში საყვარელი ადამიანის დაკარგვის ნაცვლად, რეპუტაციის შელახვა აღელვებდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X