21:58 | 2020-04-15 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მარინა ენდელაძე: მდგომარეობა შეიძლება დრამატულად განვითარდეს… ვეცადოთ, რომ გადავრჩეთ!

მარინა ენდელაძე: მდგომარეობა შეიძლება დრამატულად განვითარდეს… ვეცადოთ, რომ გადავრჩეთ!

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც რეკომენდაციების დაცვას ეხება.

 

მისი თქმით, თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა მედიკოსების რეკომენდაციები, შესაძლო მდგომარეობა დრამატულად განვითარდეს, თანაც ისე, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვეღარ მოახერხოს ამ პაციენტების მოვლა.

 

„ჩვენ ახლა შევდივართ პიკურ ფაზაში. საბედნიეროდ, ძალიან კარგად შევასრულეთ შეკავების პროცესი და ჯერჯერობით არ გვაქვს დრამატული შედეგები.

 

მაგრამ, თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა ის რეკომენდაციები, რაც ახლა არის მოწოდებული ნამდვილად შეიძლება განვითარდეს დრამატულად მდგომარეობა თანაც ისე, რომ ვეღარ მოახერხოს ჯანდაცვის სისტემამ ამ პაციენტების მოვლა.

 

თუ დაავადება უმართავი გახდა და დიდი რაოდენობით მოხდა დაინფიცირება, ვერც ჯანდაცვის სისტემა მოუვლის ამას.

 

აქამდე ჯანდაცვის სამინისტრომ და მედიცინამ ძალიან კარგად ვიარეთ. ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში, დაიცავით დისტანცია და ვეცადოთ, რომ გადავრჩეთ.

 

ახლა ისეთი დღეები გველოდება, როდესაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ეს წელი გადავიტანოთ ისე, რომ რაღაც ძველი ტრადიციები დავარღვიოთ.

 

გავაკეთოთ ისე რომ არ მოხდეს დრამატული განვითარება.

 

ახლა ის ეტაპია როდესაც ჩვენ არც ერთმა არ ვიცით, ვართ თუ არა ინფიცირებულები და თუ რომელიმეს სიმპტომები გამოგვიჩნდება, მივმართოთ ექიმებს.“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველო ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების ფაზაში შევიდა.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 306-მდე გაიზარდა.

 

ამ დროისთვის გარდაცვლილია სამი ადამიანი 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X