
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, რატომ არ ცხადდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და რატომ არ წესდება სიეთი რეგულაციები, რომელიც პირველი ტალღის დროს დაწესდა.
როგორც იგი ამბობს, ახლა ამის საჭიროება არ არის, რადგან სისტემა ვირუსს მართავს.
„მაშინ ჩვენთან ეპიდსიტუაცია იწყებოდა, მსოფლიომაც კარგად არ იცოდა რა მოხდებოდა. მაშინ კვლევის საშუალებებიც რაოდენობრივად ნაკლები გვქონდა.
კვლევების გაფართოებამ, ტესტების მკვეთრად გაზრდამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანა მზად არის გაუმკვლავდეს დროულ დიაგნოსტიკას და დაავადების პრევენციას. მაშინ ასეტი რეგულაციები აუციელებელი იყო. დღეს ამის აუცილებლობა არ არის, რადგან გამკვლავება ნამდვილად შეიძლება. ათეული შემთხვევები ჩვენ არ გვაშინებს“,- აცხადებს მარინა ეზუგბაია.























