17:08 | 2020-04-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მარინა ეზუგბაია განმარტებას აკეთებს – რა თქვა რეალურად აგრესიული ტესტირების საჭიროებაზე

მარინა ეზუგბაია განმარტებას აკეთებს – რა თქვა რეალურად აგრესიული ტესტირების საჭიროებაზე

დღეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 25-მდე გაიზარდა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ შეატყობინა, რომლის განცხადებას საზოგადოების ნაწილში არარერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება.

 

საზოგადოების ნაწილმა, ეს განცხადება აღიქვა ისე, რომ ეზუგბაია ინფიცირებულთა გამოვლენის წინააღმდეგია და თითქოს ამიტომ არ სურს აგრესიული ტესტირების ჩატარება.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რეალურად თუ რა იგულისხმა დილით გაკეთებულ განცხადებაში.

 

მისი თქმით, აგრესიული ტესტირება ჩატარდა საეჭვო ლოკაციებზე, ანუ იქ, სადაც გამოჩნდა ვირუსის ნიშნები და სავარაუდო კონტაქტები, საუბარია ბოლნისის კლასტერზე და რამდენიმე სამედიცინო პუნქტში მოთავსებულ პაციენტებზე, რამაც საერთო ჯამში ინფიცირებულთა მაჩვენებელი 25-ით გაზარდა.

 

ეზუგბაიას თქმით, მან იმედი გამოთქვა, რომ ამ კონკრეტულ ლოკაციებზე ვირუსის საეჭვო ნიშნები და სიმპტომები აღარ გამოვლინდება და შესაბამისად, არ გახდება მასშტაბური აგრესიული ტესტირების საჭიროება.

 

„ყველა ცენტრში, სადაც კი ვირუსზე ტესტირება კეთდება, განსაკუთრებით ბევრი ტესტირება განხორციელდა. მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა დღე-ღამის განმავლობაში 25 დადასტურებული შემთხვევა იყო ჯამურად. ეს იყო განპირობებული აგრესიული ტესტირებით, რომლის საჭიროებაც დადგა ამ კონკრეტულ მომენტში. საუბარია ბოლნისის კლასტერზე და კიდევ სხვა კლინიკების მონაცემების ჯამზე. ვიმედოვნებ, რომ ასეთი რაოდენობა აღარ იქნება და შემდგომში ალბათ თანდათანობით განელდება, რადგან აგრესიული ტესტირება არ ტარდება ყოველდღე, იგი ჩატარდა ერთხელ, როცა ამის საჭიროება გამოჩნდა.

 

ძალიან კარგია აგრესიული ტესტირების ჩატარება, რადგან წინა დღეებში იყო ერთნიშნა ციფრები და ახლა დაფიქსირდა ორნიშნა ციფრი. ეს მოხდა არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე და ამიტომ განვმარტე, რომ 25 დადასტურებული შემთხვევა ეს იყო საერთო მონაცემების ჯამი“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

 

ეზუგბაიას განცხადებას იზიარებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც, რომელიც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს:

 

„ტესტირება ჩაუტარდა იმ ადამიანებს და იმ რისკ ჯგუფებს, ვისაც უტარდებოდათ წინაა დღეებში, თუმცა გუშინ ესეთი ადამიანი, ვისაც ჰქონდა კლინიკური სურათი გამოხატული, ან საჭიროებდა ტესტირებას იყო უფრო ბევრი წინა დღეებთან შედარებით და ამ ბევრ პაციენტში უფრო მეტთან დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

 

ამიტომ არის, რომ თუ ესეთი ბევრი პაციენტი არ გვეყოლება, ვისაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან, იმ შემთხვევაში არ გამოვლინდება ამდენი ინფიცირებული და შესაბამისად არც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება. ამას გულისხმობს ეს და არა იმას, რომ ხელოვნურად უნდა მოხდეს ტესტირების რაოდენობის შემცირება.

 

ტესტირება ჩაუტარდა იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებოდათ, ანუ ვისაც ჰქონდათ ტემპერატურა, ვინც იმყოფებოდნენ საავადმყოფოში საკარანტინო ზონაში.

 

როგორც იცით არსებობს პროტოკოლი, სადაც, არის ცხელების ცენტრები, ვინც მიჰყავთ ცხელების ცენტრებში, ვინც იმყოფებიან კარანტინში და საჭიროებენ იმ მომენტში ტესტირებას, ვისაც აქვთ რაიმე კლინიკა გამოხატული იმ ადამიანებს უტარდებათ ეს კვლევა. ეს მერყეობს 100-დან 200-მდე, ან შეიძლება იყო 200-ზე მეტი დღის მონაცემებით.

 

ამიტომ აქ არის საუბარი იმაზე, რომ უნდა შემცირდეს ასეთი პაციენტების რაოდენობა, ოღონდ არა ხელოვნურად, ან ტესტირების არ-ჩატარებით, არამედ ბუნებრივად. და თუ შემცირდება ნაკლები ტესტირების ჩატარება მოგვიწევს და შედარებით ნაკლებ პაციენტთან დადასტურდება ინფექცია“

 

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 456 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 5. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 ადამიანი, ხოლო სტაციონარში 571 პაციენტს აკვირდებიან.

 

მნიშვნელოვანი მესიჯები ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციიდან

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X