
ჩემთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ერთმანეთთან ასოცირდება,- ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„როცა ჩვენ დამოუკიდებლები არ ვიყავით და დაპყრობილები გვერქვა, ჩვენ მაშინაც თავისუფლები ვიყავით, ჩემი შეგრძნებით ყოველთვის ასეა.
დამოუკიდებელი შეიძლება არ იყო, მაგრამ თავისუფალი იყო. ჩემთვის საქართველო ყოველთვის ასეთი იყო. დამოუკიდებელი იყო თუ დაპყრობილი, ის მუდამ თავისუფალი იყო“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.























