14:21 | 2020-05-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მარინა ეზუგბაია: „შესაძლებელია, იყოს გართულებები“ – კორონავირუსი მხედველობას აზიანებს?

მარინა ეზუგბაია: „შესაძლებელია, იყოს გართულებები“ – კორონავირუსი მხედველობას აზიანებს?

დიდი ბრიტანეთის პტრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მას კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მხედველობა გაუუარესდა.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, აქვს თუ არა კავშირი ინფექციას მხედველობის დაქვეითებასთან. ამის გასარკვევად ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს, მარინა ეზუგბაიას დავუკავშირდით.

 

ეზუგბაიას განმარტებით, პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ, თუმცა – დასაშვებია.

 

„ჩვენი გატარებული პაციენტები თითქმის 200-ს შეადგენს და მსგავსი შემთხვევები, გართულება თვალთან მიმართებაში არ გვქონია.

 

დახურულ სივრცეში ხმამაღალი საუბარი კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს - ბიძინა კულუმბეგოვი
2020-05-15დახურულ სივრცეში ხმამაღალი საუბარი კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს - ბიძინა კულუმბეგოვი

 

თვალის პრობლემა უშუალოდ კორონავირუსით განპირობებულია თუ არა, არ ვიცით. ყველა ადამიანი ინდივიდუალური შემთხვევაა.

 

შეიძლება ორგანიზმს განწყობა ჰქონდეს თვალის ორგანული ცვლილებებზე და შესაძლებელია, კორონავირუსთან ერთად, როგორც გამშვები კლიგერი გახდეს რაღაც დაზიანებაზე. მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ შესაძლებელია, იყოს გართულებები“, – განმარტავს ეზუგბაია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X