
თბილისში ცოტა ხნის წინ მოდელ მარიტა ჯანაშიას და მომღერალ თემო საჯაიას წყვილის შესახებ ალაპარაკდნენ.
როგორც ჩანს, თავიანთი გრძნობების დამალვას არც ისინი აღარ აპირებენ და ინსტაგრამის პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებენ, ერთად გადაღებულ რომანტიულ ფოტოებს.
მარიტა და თემო თანამშრომლები არიან, მათ “პოსტტვ”-ზე გადაცემა მიჰყავთ და ერთმანეთი სავარაუდოდ სწორედ ტელევიზიაში გაიცნეს.

მარიტა ჯანაშია წლების მანძილზე იყო ნიკო გომელაურის და ეკა ნიჟარაძის ვაჟის, ჯეჯი გომელაურის შეყვარებული. თუმცა იმის გამო, რომ წყვილმა ერთად გადასვლა ვერ მოახერხა დაშორდნენ.

ჟურნალ „თბილისელებთან“ თემო საჯაიამ ამაზე საუბარი არ ისურვა და ეს იმით ახსნა, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი და, მით უმეტეს, ჭორებზე კომენტარის კეთება არ უყვარს.
რაც შეეხება მარიტასთან ურთიერთობას, ისინი ახლო მეგობრები არიან. „თუ ჩვენზე ჭორები დადის, კარგია, ესე იგი საინტერესო ადამიანები ვართ.
ზოგადად კი ამ თემაზე და ჭორებზე საუბარი არ მსურს. მაგრამ თუ გაინტერესებთ, პირად ცხოვრებაში მიმართლებს“, – განაცხადა მომღერალმა.























