08:07 | 2021-10-05 ავტორი: Prime Time

მარკ ცუკერბერგი ფეისბუკ-მომხმარებლებს ბოდიშს უხდის

მარკ ცუკერბერგი ფეისბუკ-მომხმარებლებს ბოდიშს უხდის

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის,  ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.

 

„ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, „ვოთსაპი“ და „მესენჯერი“ ბრუნდება. ბოდიშს გიხდით დღევანდელი შეფერხებისთვის – მე ვიცი, თუ რამდენად ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ დარჩეთ დაკავშირებული ადამიანებთან, რომლებზეც ზრუნავთ“, – წერს ცუკერბერგი.

 

ცნობისთვის, უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ შვიდსაათიანი გათიშვის შემდგომ მუშაობა აღადგინა. მასშტაბური ხარვეზის გამო, „ფეისბუქის“, „ვოთსაპისა“, „მესენჯერის“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მომხმარებელთათვის მსოფლიოს მასშტაბით მიუწვდომელი იყო.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X