16:46 | 2020-03-27 ავტორი: ანეტი მიქელაძე

მარკ ცუკერბერგი კოვიდ-19-ის მკურნალობისთვის 25 მილიონ დოლარს გამოყოფს

მარკ ცუკერბერგი კოვიდ-19-ის მკურნალობისთვის 25 მილიონ დოლარს გამოყოფს

სოციალური ქსელის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ის 25 მილიონ დოლარს გამოყოფს კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატების შექმნაში. ამის შესახებ მან საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა.

 

„მე და პრისცილა 25 მილიონ დოლარს გამოვყოფთ კოვიდ-19-ის მკურნალობით პრეპარატების დაჩქარებისთვის.

 

ჩვენ ვთანამშრომლობთ „გეიტსის ფონდთან“ და ასევე სხვა ფონდებთან, რათა უფრო მალე გამოჩნდეს მოქმედი წამლების ეფექტურობის ხარისხი.

 

რადგანაც კონკრეტულმა წამლებმა უკვე გაიარა უსაფრთხოების გამოცდა, უკეთესი იქნება ისინი გავხადოთ ხელმისაწვდომი, ვიდრე ველოდოთ ვაქცინას, რომელსაც შესაძლოა თვეები და წლები დასჭირდეს“, – წერს მარკ ცუკერბერგი.

 

Priscilla and I are committing $25 million to accelerate the development of treatments for COVID-19. We're partnering…

Gepostet von Mark Zuckerberg am Freitag, 27. März 2020

 

ამავე თემაზე იხილეთ:

 

გაიცანით პირველი ადამიანი, რომელზეც კორონავირუსის ვაქცინა გამოსცადეს
2020-03-17გაიცანით პირველი ადამიანი, რომელზეც კორონავირუსის ვაქცინა გამოსცადეს

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X