17:44 | 2020-04-14 ავტორი: Prime Time

მარნეულელი ქალი იმაზე უკეთ არის, ვიდრე იყო ინფიცირებამდე – ლევან რატიანი

მარნეულელი ქალი იმაზე უკეთ არის, ვიდრე იყო ინფიცირებამდე  – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი, რომელმაც საზოგადოებას ყველაზე პოზიტიური და იმედისმომცემი განცხადებებით დაამახსოვრა თავი, „იმედის კვირასთან“ იმ პაციენტის შესახებ ყვება, რომლის დაინფიცირების გამოც თავის დროზე მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა.

 

რატიანი ყოველდღიურად თავად ნახულობს კლინიკის ყველა ინფიცირებულ პაციენტს. სიუჟეტში, სადაც ასახულია, თუ როგორ ტოვებს სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი მედიკოსი რეანიმაციულ განყოფილებას, რატიანი პაციენტების მდგომარეობას აფასებს.

 

ის ამბობს, რომ ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

კითხვა მარნეულელ პაციენტზეც დაისვა.

 

„მარნეულელი ძალიან კარგად არის, ყველაზე კარგად. იმაზე უკეთ არის მგონი ვიდრე ინფიცირებამდე იყო“ – აცხადებს რატიანი.

 

 

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

დატოვე კომენტარი

ავტორი: Prime Time

X