
„მარნეულელი ქალის პირველადი დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ძირითადი კონტაქტი ოჯახების წევრები არიან.
„დაინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან. შეიძლება ითქვას, რომ ეს წყარო პრაქტიკულად დადგენილია.
საბოლოო შედეგებს უახლოეს მომავალში მოგახსენებთ, კონკრეტულად როდის მოხდა გავრცელება. ამ ქალბატონის თავდაპირველი ვირუსის გავრცელება უკავშირდება ოჯახის ახლო კონტაქტებს“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:






















