
მარნეულელი ქალის ოჯახის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს გახლავთ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
„განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისევ ერთი ქალბატონი, რომელიც მარნეულიდანაა გადმოყვანილი.
კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე პაციენტი მალე გაეწერება.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი დამატებული შემთხვევა, რაც დღეს ქვეყანაში გამოვლინდა, ახალი კლასტერები არ არის.
ეს არის 4 ადამიანი მარნეულიდან, იმ ქალბატონის ოჯახის წევრები, რომელიც ამჟამად თბილისშია ჰოსპიტალიზირებული, ანუ ეს გახლავთ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები.
მარნეულში გამოიკვლიეს სხვა პაციეტებიც, რომლებიც იმ საავადმყოფოში იყვნენ, სადაც ეს ქალბატონი იწვა.
ასევე გამოკვლეულია „ჯეოსპიტალსის“ პერსონალი. ტესტირების შედეგად, ამ ეტაპზე ისინი ყველანი უარყოფითები არიან. ტესტირება ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ყველა უარყოფითია“ – განაცხადა იმნაძემ.
!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:
24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 67 ადამიანი.
საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.
საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.






















