
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის 56 პაციენტია, მათგან 6 კი კორონავირუსით ინფიცირებულია. რაც შეეხება, მარნეულიდან გადმოყვანილ ქალბატონს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
„ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის კრიტიკულია. ვინაიდან დატვირთულია სომატურად და ანამნეზით, ეს ქალბატონი. ასევე, აქვს შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება. ჯანმოს მონაცემებით, ასეთი ტიპის ადამიანები მიეკუთვნებიან კლასს, რომელსაც აქვს მაღალი გართულება და სხვადასხვა მულტიორგანული განვითარებები და გამოირჩევიან მაღალი ლეტალური შედეგით. რაც შეეხება, ამ ეტაპზე პაციენტის ზოგად მდგომარეობას, პაციენტი შემოყვანისას იყო უკიდურესად მძიმე, ამ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მისი ზოგადი მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია. ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს.“ – განაცხადა ლევან რატიანმა.
პაციენტი კლინიკაში 18 მარტს შევიდა, გართულებული მდგომარეობიდან გამომდინარე კი გაჩნდა ეჭვი ახალ კორონავირუსზე, პაციენტის ჰოსპიტალიზება იყო დაგვიანებული – აცხადებს ლევან რატიანი.
რაც შეეხება კიდევ 5 დაინფიცირებულ პაცენტს, მათი მდგომარეობაც მძიმეა, მათთან მწვავე პნევმონია ფიქსირდება, რამდენიმეს, თანმხლები დაავადებებიც აქვთ.






















