19:29 | 2020-05-19 ავტორი: Prime Time

მარნეულიდან თბილისამდე მგზავრობა 30 ლარი ღირს

მარნეულიდან თბილისამდე მგზავრობა 30 ლარი ღირს

მარნეულის მუნიციპალიტეტი, 55-დღიანი საკარანტინე რეჟიმის შემდეგ, 18 მაისს გაიხსნა და მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვებიც მოეხსნათ.

 

მარნეულელებს სხვა ქალაქებში გადაადგილება ჩვეულებრივ შეუძლიათ. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ ისევ მოძრაობს, ამიტომ მგზავრობა მხოლოდ საკუთარი ავტომობილით ან ტაქსით არის შესაძლებელი.

 

მარნეულელი ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ამ ეტაპისთვის მგზავრების ნაკლებობაა. მგზავრობა მარნეულიდან თბილისამდე 25-30 ლარი ღირს.

დასახელდა ქვეყნები, სადაც საქართველოდან ფრენები აღდგება
2020-05-07დასახელდა ქვეყნები, სადაც საქართველოდან ფრენები აღდგება

 

„მთელი დღე ალბათ ერთი ადამიანი თუ მოვა. ზოგჯერ ისიც არაა. თბილისამდე მგზავრობა 25 ან 30 ლარი ღირს. გააჩნია რა ადგილამდე გვთხოვს მიყვანას.

 

მარნეულში შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება 2 ან 3 ლარი ღირს. გუშინ ერთი ადამიანი 30 ლარადაც წავიყვანე თბილისში“, -გვიყვება მარნეულელი ტაქსის მძღოლი.

 

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ტაქსით მგზავრობა მარნეულიდან თბილისამდე 15-20 ლარი ღირდა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ღია რესტორნები დაგეგმილზე ადრე შეიძლება გაიხსნას 
2020-05-05ღია რესტორნები დაგეგმილზე ადრე შეიძლება გაიხსნას 
 
თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა
2020-03-18თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

ავტორი: Prime Time

X