20:10 | 2020-04-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკას კარანტინი მოეხსნა

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკას კარანტინი მოეხსნა

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკას კარანტინი მოეხსნა.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საველე ჰოსპიტალის დემონტაჟი მიმდინარეობს.

 

ინფორმაცია ამის შესახებ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკის კარანტინის მოხსნასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმს“ მერიის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

 

ერთ-ერთი ვერსიით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული საველე ჰოსპიტალი ბოლნისის მუნიციპალიტეტში გადავა. თუმცა, ამას მარნეულის მერიაში ვერ ადასტურებენ.

 

„ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკის კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტების მიღებას ორშაბათიდან ჩვეულებრივ რეჟიმში შეძლებენ.

 

„კლინიკას კარანტინი მოეხსნა, აქედან გამომდინარე, ჩვენ პაციენტების მიღებას ორშაბათიდან ჩვეულებრივად შევძლებთ. ამ დროისთვის ჩვენს კლინიკას აქვს 6 სასუნთქი აპარატი და პაციენტებისთვის 62 საწოლი“, – ამბობს ტატა შენგელაია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X