
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში, ორი კვირაა კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კლინიკაში დღეს 6 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს.
კლინიკის კლინიკური დირექტორის, ტატა შენგელიას თქმით, ყველა პასუხი უარყოფითია.
„მოგვივიდა 6 პაციენტის პასუხი, ყველა არის უარყოფითი, უკვე ორი კვირაა ჩვენს კლინიკაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“,- განაცხადა ტატა შენგელაიამ.
მარნეულში 1635 ტესტიდან, რომელიც 6 მაისიდან 9 მაისამდე გაკეთდა, მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო ზონად 23 მარტიდან გამოცხადდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაიკეტა, 55 დღიანი საკარანტინე რეჟიმის შემდეგ 18 მაისს გაიხსნა.
ავტორი: მარიამ ქველაძე






















